პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები აღწერენ თავიანთ ეზოს, რითაც მოხდება სხვადასხვა სოფლის, უბნის , ეზოს შედარება და მათთვის დამახასიათებელი თავისებურებების გამოკვეთა.
პროექტის აქტუალობა: გაუჩნდებათ ინტერესი. გაითვალისწინებენ სხვათა მოსაზრებებს.
პროექტის მიზნები: გემოვნების ჩამოყალიბება. ტექსტის შექმნა, სხვადასხვა მიზნით ენობრივი მახასიათებლების გამოყენება.
მოსწავლეთა ასაკი: 12-14 წელი.
შესრულების ვადები: აპრილი-მაისი.
მოსალოდნელი შედეგები: წერილობითი ტექსტის შექმნა, აუდიტორიაზე ზემოქმედება,ეზოსა და ქვეყნის შესახებ ფოტო მასალის და ჩანახატების შეგროვება,რომელთა საფუძველზე შეიქმნება პრეზენტაციები და ბლოგი ,,ჩემი ეზო’’. მოსწავლეები პროექტის მსვლელობისას და შემდეგაც განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციებს ამ ბლოგზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტო აპარატი, საწერკალამი, რვეული.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლე წერილობით ტექსტთან ეთად ქმნის სურათებს. განათავსებს კომპიუტერში, სვამს პროექტში,ყოველი მათგანი აღწერს საკუთარ ეზოსა და მიმდებარე ადგილმდებარეობას,გარემოს.მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად გააკეთებენ პრეზენტაციას ,,ჩემი ეზო“ და სოფელი, სოფელი და რაიონი, რაიონი და რეგიონი, რეგიონი და ქვეყანა. საბოლოოდ გაავლებენ პარალელს ,,ჩემი ეზო ‘’ და,, სამშობლო’. პროექტის ბოლოს მოეწყობა პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია: კლასის, სხვა მოსწავლეების, მასწავლებლებისა დამშობლებისათვის.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ე.ს. გ. კავშირი: ბუნებრივი გარემოს აღწერა, სურათების კომპიუტერში განთავსება,ეროვნული გეგმის მე-7.3, მე-7.5, მე-7.6., მე-7.11. გაცნობა გამოყენება.
პროექტის ხელმძღვანელი: ლეილა კახაბერიძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: kobaleti@gmail.com.